Thursday, March 12, 2015

დღე მეცხრე

      ტრენინგის ბოლო დღეც  იყო საინტერესო და სახალისო.მასწავლებლებმა მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.ტრენერმა გააკეთა შენიშვნები,  რომელსაც გამოვიყენებთ შემდგომი მუშაობის პროცესში. ტრენინგზე მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მომცემს ჩემში განვავითარო 21-ე საუკუნის მასწავლებლის გარკვეული უნარ - ჩვევები.
       დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს.
        გიორგი, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

Wednesday, March 11, 2015

დღე მერვე

        დღე მეტად შინაარსიანი და მრავლისმომცემი იყო. განვიხილეთ დავალებები დიფერენცირებულ სწავლებაზე. ტრენერმა შენიშვნების სახით  გააკეთა კომენტარები, რომელსაც გავითვალისწინებთ და შესაბამისად შევქმნით პროექტის უფრო სრულყოფილ გეგმას.
         გავიხსენეთ როგორ ხდება დრაივიდან ბლოგზე დოკუმენტების გაზიარება, ვისწავლეთ რამდენიმე ფაილის კოპირება და ჩასმა.განვიხილეთ youtobe-დან ვიდეოს განთავსება ბლოგზე ან youtobe-ზე.
         ბოლო ტრენინგისთვის უნდა დავასრულოთ ყველა დავალება.  დასრულებული მასალები შესაბამისად  უნდა განვათავსოთ ბლოგზე არსებულ საქაღალდეებში.
      .სასურველია ღირსეულად მოვემზადოთ პრეზენტაციისთვის,რადგან ჩვენმა ტრენერმა ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგებისთვის.
       გულწრფელი მადლობა გიორგის.
 

Thursday, March 5, 2015

დღე მეშვიდე

     მეშვიდე დღე დაიწყო ბენეფიციალების მიერ შესრულებული დავალებების განხილვით. გავეცანით პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზისა  და საბაზისო უნარ -ჩვევების შევსება  პროექტის გეგმაში.
      განვიხილეთ პროექტის გეგმაში გაწერილი რუბრიკების სხვადასხვა ფორმები და მათ შესაბამისობა თითოეული აქტივობის საჭიროებებთან.
       დრაივზე არსებული პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე. გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა.
     განვიხილეთ როგორ ხდება დრაივზე დოკუმენტის შეტანა .

Saturday, February 28, 2015

დღე მეექვსე

   დღე მეექვსე მეტად შინაარსიანი და დატვირთული იყო. ტრენინგი დაიწყო კომენტარების გაკეთებით და კომენტარზე პასუხით. განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციის გაკეთების პრინციპები, ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა იმაზე , რომ ჯერ  ხდება ჩექლისტის ჩამოყალიბება და შემდეგ ვაკეთებთ პრეზენტაციას. შევეხეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებას და მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში.განვიხილეთ ''ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე'' მეთოდის მიხედვით ცხრილის შევსება,დრაივის გახსნა და მასში საქაღალდეების შენახვა.
        გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო დღისთვის და დაბრკოლების დროს  გაწეული თანადგომისათვის.

Thursday, February 26, 2015

დღე მეხუთე

     დღევანდელი დღე დაიწყო ტრენერის მიერ საშინაო დავალებებზე გაკეთებული კომენტარით.გავეცანით ბლოგზე კომენტარის გაკეთების პრინციპებს. პრაქტიკულად თანამშრომლის ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარი.განვიხილეთ ინტერნეტ კავშირების გამოყენებასთან დაკავშირებული საავტორო უფლებები და საკითხი ინფორმაციის დაცულობის შესახებ.

დღე მეოთხე

მეოთხე დღე იყო შინაარსიანი;გავეცანით ბლოგზე მენიუს გვერდების დამატება,მენიუს დავამატე ორი გვერდი.ვისწავლეთპროექტის შაბლონში შეფასები ჩარჩოს სწორად შევსება.შევქმენით ბროშურის ელექტრონული ვერსია.ბროშურა თავისი შინაარსით გავითვალისწინე მშობლებისთვის.დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება,რომელიც სახლში უნდა  დავასრულო. გიორგი.მადლობა  საინტერესო დღისთვის.