ტრენინგის ბოლო დღეც იყო საინტერესო და სახალისო.მასწავლებლებმა მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.ტრენერმა გააკეთა შენიშვნები, რომელსაც გამოვიყენებთ შემდგომი მუშაობის პროცესში. ტრენინგზე მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მომცემს ჩემში განვავითარო 21-ე საუკუნის მასწავლებლის გარკვეული უნარ - ჩვევები.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს გიორგი არავიაშვილს.
გიორგი, გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
Thursday, March 12, 2015
Wednesday, March 11, 2015
დღე მერვე
დღე მეტად შინაარსიანი და მრავლისმომცემი იყო. განვიხილეთ დავალებები დიფერენცირებულ სწავლებაზე. ტრენერმა შენიშვნების სახით გააკეთა კომენტარები, რომელსაც გავითვალისწინებთ და შესაბამისად შევქმნით პროექტის უფრო სრულყოფილ გეგმას.
გავიხსენეთ როგორ ხდება დრაივიდან ბლოგზე დოკუმენტების გაზიარება, ვისწავლეთ რამდენიმე ფაილის კოპირება და ჩასმა.განვიხილეთ youtobe-დან ვიდეოს განთავსება ბლოგზე ან youtobe-ზე.
ბოლო ტრენინგისთვის უნდა დავასრულოთ ყველა დავალება. დასრულებული მასალები შესაბამისად უნდა განვათავსოთ ბლოგზე არსებულ საქაღალდეებში.
.სასურველია ღირსეულად მოვემზადოთ პრეზენტაციისთვის,რადგან ჩვენმა ტრენერმა ყველაფერი გააკეთა წარმატებული შედეგებისთვის.
გულწრფელი მადლობა გიორგის.

Saturday, March 7, 2015
Thursday, March 5, 2015
დღე მეშვიდე
მეშვიდე დღე დაიწყო ბენეფიციალების მიერ შესრულებული დავალებების განხილვით. გავეცანით პროექტის გეგმაში შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზისა და საბაზისო უნარ -ჩვევების შევსება პროექტის გეგმაში.
განვიხილეთ პროექტის გეგმაში გაწერილი რუბრიკების სხვადასხვა ფორმები და მათ შესაბამისობა თითოეული აქტივობის საჭიროებებთან.
დრაივზე არსებული პორტფოლიო განვათავსეთ ბლოგზე. გავიხსენეთ ბლოგზე ახალი გვერდის შექმნა.
განვიხილეთ როგორ ხდება დრაივზე დოკუმენტის შეტანა .

Saturday, February 28, 2015
დღე მეექვსე
დღე მეექვსე მეტად შინაარსიანი და დატვირთული იყო. ტრენინგი დაიწყო კომენტარების გაკეთებით და კომენტარზე პასუხით. განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციის გაკეთების პრინციპები, ტრენერმა ყურადღება გაგვამახვილებინა იმაზე , რომ ჯერ ხდება ჩექლისტის ჩამოყალიბება და შემდეგ ვაკეთებთ პრეზენტაციას. შევეხეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებას და მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში.განვიხილეთ ''ვიცი,მინდა ვიცოდე,ვისწავლე'' მეთოდის მიხედვით ცხრილის შევსება,დრაივის გახსნა და მასში საქაღალდეების შენახვა.
გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო დღისთვის და დაბრკოლების დროს გაწეული თანადგომისათვის.
გიორგი, დიდი მადლობა საინტერესო დღისთვის და დაბრკოლების დროს გაწეული თანადგომისათვის.
Thursday, February 26, 2015
დღე მეხუთე
დღევანდელი დღე დაიწყო ტრენერის მიერ საშინაო დავალებებზე გაკეთებული კომენტარით.გავეცანით ბლოგზე კომენტარის გაკეთების პრინციპებს. პრაქტიკულად თანამშრომლის ბლოგზე გავაკეთეთ კომენტარი.განვიხილეთ ინტერნეტ კავშირების გამოყენებასთან დაკავშირებული საავტორო უფლებები და საკითხი ინფორმაციის დაცულობის შესახებ.
დღე მეოთხე
მეოთხე დღე იყო შინაარსიანი;გავეცანით ბლოგზე მენიუს გვერდების დამატება,მენიუს დავამატე ორი გვერდი.ვისწავლეთპროექტის შაბლონში შეფასები ჩარჩოს სწორად შევსება.შევქმენით ბროშურის ელექტრონული ვერსია.ბროშურა თავისი შინაარსით გავითვალისწინე მშობლებისთვის.დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება,რომელიც სახლში უნდა დავასრულო. გიორგი.მადლობა საინტერესო დღისთვის.
Thursday, February 19, 2015
დღე მესამე
დღევანდელი დღე მეტად საინტერესო და დატვირთული იყო. განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები, ბლოგის დიზაინის შეცვლა,სათაურის დიზაინის ცვლილება, გავეცანით სხვადასხვა ტიპის შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი კითხვების ჩამოყალიბების პრინციპს,რომელიც დამეხმარება პროექტის სრულყოფილებაში.
Saturday, February 14, 2015
დღე მეორე
მეორე დღეს განვიხილეთ 21-საუკუნის უნარ -ჩვევები, გავეცანით ბროშურების შექმნის პრინციპებს.შევქმენით ბლოგი .დიდი მადლობა ტრენერს.
დღე პირველი
ტრენინგის პირველი დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებზე მუშაობისთვის. გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს.მადლობა გიორგი.
Subscribe to:
Posts (Atom)